დინი ვირსალაძე – GERA-ს წევრი გახდა
17.03.2023
დიდი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ მუსიკოსი, პიანისტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი დინი ვირსალაძე ჩვენს ასოციაციას შემოუერთდა.
1993 წლიდან იგი მოღვაწეობს ჯაზის სფეროში, ხოლო 2003 წლიდან თბილისის "Big bend"-ის მუსიკოსია. გადაღებულია კინოფილმში "Solo piano", ხოლო 2007 წელს საპატრიარქოს ტელევიაზიაში კინოფილმში "ერთსულოვნება".
GERA მადლობას უხდის დინის გამოცხადებული ნდობისთვის და წარმატებებს უსურვებს.
წარმოგიდგეთ პირველი არხის სიუჟეტს: დინი ვირსალაძე თავის ბენდთან ერთად: