ჩვენს შესახებ

ასოციაცია დაარსებულია ქართველი უფლებების მფლობელების მიერ, მათი საავტორო და მომიჯნავე უფლებების განხორციელების და დაცვისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

ასოციაციის ძირითადი ამოცანებია:

  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მენეჯმენტი, ქართველი უფლებათა მფლობელების მხატვრული ნაწარმოებების სხვადასხვა სახით გამოყენებაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების განმტკიცება და დაცვა საქართველოში;
  • ქართველი უფლებათა მფლობელების უფლებების დაცვა, მათი შემოქმედებითი შრომის შედეგის უკანონოდ გამოყენების პრევენცია;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების სრულად გამართული ბაზრის ფორმირების ხელშეწყობა და საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის გახორციელება საქართველოში.

მისი მიზნების მისაღწევად ასოციაცია იყენებს თანამედროვე პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს იმ საფასურის გამჭვირვალე განაწილებას და გადახდას უფლებების მფლობელებისთვის, რომელიც შეგროვილ იქნა მათ მფლობელობაში არსებული შემოქმედებითი შრომის შედეგების გამოყენებისთვის.