მომხმარებლები

მომხმარებლები იურიდიული და ფიზიკური პირები არიან, ვინც სარგებლობენ საავტორო უფლებების ობიექტებით და მომიჯნავე უფლებებით, საკუთარ საქმიანობაში, სახელდობრ:

  • თეატრები;
  • ფილარმონიები;
  • კონცერტების, გასართობი და სხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორები;
  • ბარების, რესტორნების, კაფეების და საზოგადოებრივი კვების სხვა საწარმოები, იმ კომპანიების ჩათვლით, რომლებიც იყენებენ კარაოკეს;
  • კონოთეატრები;
  • რადიოკომპანიები’
  • ტელეგადაცემების ორგანიზატორები;
  • საკაბელო ტელევიზიის ოპერატორები;
  • გამომცემლები;
  • ხელოვნების სალონები, ხელოვნების გალერეები და სხვა საწარმოები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც პროფესიონალური შუამავლები, ხელოვნების ნაწარმოებების გადაყიდვისას;
  • საწარმოები, რომლებიც დაკავებული არიან ნაწარმოებების, ფონოგრამების, ვიდეოგრამების, აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ინტერნეტში საჯაროდ გადაცემისთვის;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლები ვალდებული არიან გადაუხადონ საავტორო უფლებების მფლობელებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებით სარგებლობის საფასური.

თუ უფლების მფლობელი გადასცემს მის მფლობელობაში არსებულ უფლებებს ასოციაციის მმართველობაში, მომხმარებლებმა უნდა გადაუხადონ უფლების მფლობელის კუთვნილი საფასური ასოციაციას, ასოციაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.