უფლებათა მფლობელები

ასოციაცია წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ყველა კატეგორიას, სახელდობრ:

  • მუსიკალური და დრამატული ნაშრომების (ტექსტით ან ტექსტის გარეშე), გრაფიკული და დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოებების, ლიტერატურული ნაწარმოებების, ქორეოგრაფიული, პანტომიმების და სხვა სასცენო ნაწარმოებების, ფოტოგრაფიული და ფოტოგრაფიის ანალოგიური სხვა მეთოდებით მიღებული ნაწარმოებების, აუდიოვიზუალური ნაწარმოებების, ვიდეოგრამების და საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა ნაწარმოებების ავტორებს, მათ უფლებამონაცვლეებს და ასევე საავტორო უფლებების მფლობელებს;
  • ფონოგრამების და ვიდეოგრამების მწარმოებლებს, მათ სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს, ასევე ფონოგრამებსა და ვიდეოგრამებზე საავტორო უფლებების მფლობელებს;
  • შემსრულებლებს, მათ სამართალმემკვიდრეებს, ასევე შესრულებაზე საავტორო უფლებების მფლობელებს;
  • აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მწარმოებლებს, მათ უფლებამონაცვლეებს და ასევე აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების მფლობელებს.

თუ თქვენ საავტორო უფლების მფლობელი ხართ, დაგვიკავშირდით, კონტრაქტის გასაფორმებლად! ჩვენ დაგეხმარებით თქვენი უფლებების დაცვაში!